fbpx

7 მიზეზი, რატომ სჭირდება CRM თქვენს ბიზნესს

/
/
7 მიზეზი, რატომ სჭირდება CRM თქვენს ბიზნესს

ხშირად მსმენია ბიზნესის მეპატრონისგან – რაში მჭირდება CRM? მე მთელი ინფორმაცია ექსელში ან Google ცხრილებში მაქვს. უკვე ყველა მიჩვეულია ასე მუშაობას. რატომ ვხარჯო ზედმეტი ფული. CRM ძვირია, და ა.შ.

ვერ დაგეთანხმებით.

ჯერ ერთი, არაა ძვირი. არსებობს გადაწყვეტები, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში.

მეორეც, თქვენი თანამშრომლები ბლოკნოტებით და კალმებით ხომ არ მუშაობენ, იმიტომ რომ კომპიუტერი ბლოკნოტზე ძვირია?

ამ სტატიაში დაგისახელებთ 7 მნიშვნელოვან მიზეზს, რატომ არის აუცილებელი CRM სისტემა თქვენი ბიზნესისთვის.

თუ თქვენ ჯერ არ იცით რა არის CRM სისტემა, შეგიძლიათ წაიკითოთ სტატიები:

ყველაზე მარტივი ახსნა – რა არის CRM?>>>

რა პრობლემებს აგვარებს კომპანიისთვის CRM?>>>

პირველი მიზეზი – ეს არის ინფორმაციის დაცულობა

დიახ, CRM სისტემა აგვარებს კლიენტთა ბაზების მოპარვის საშიშროების პრობლემას არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების მიერ.

წამოიდგინეთ, მიიღეთ სამსახურში ახალი მენეჯერი, იმუშავა რაღაც პერიოდი. შემდეგ რაღაც არ მოეწონა და წავიდა. თუ თქვენ კლიენტების მონაცემთა ბაზა ექსელში გავთ, მარტივად გადმოწერა და ხელს გააყოლა. წავიდა კონკურენტებთან ან თავად გახსნა საკუთარი ბიზნესი.

გსმენიათ ასეთი შემთხვევების შესახებ? რასაკვირველია გსმენიათ. და ვისაც ჰქონია ასეთი გამოცდილება პირადად, მშვენივრად ესმის რაზეც ვსაუბრობ.

CRM საშუალებას გაძლევთ 100%-ით თუ არა, მინიმუმამდე დაიყვანოთ ეს რისკი. ეს CRM-ის ერთ-ერთი ამოცანაა.

ყველა CRM სისტემა საშუალებას გაძლევთ შეუზღუდოთ თქვენ თანამშრომლებს გარკვეული უფლებები სისტემაში მუშაობისას. მაგალითად, ინფორმაციის დაკოპირება ან წაშლა, სხვა მენეჯერების კლიენტების ბაზებზე და გარიგებებზე წვდომა და ა.შ.

მეორე მიზეზი – ანალიზი და კონტროლი

CRM ინახავს კლიენტთან კომუნიკაციის სრულ ინტორიას, დროში გაწერილს, და რასაკვირველია თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის ანალიზის გაკეთება და შემგდომში კონტროლის გაწევა.

არსებობს ასეთი მართებული გამონათქვამი: შენ მხოლოდ იმისი მართვა შეგიძლია, რისი დათვლის შესაძლებლობაც გაქვს. CRM სისტემა კი სწორედ დათვლის და ანალიზის შესაძლებლობას გაძლევს: რამდენი ლიდი შემოვიდა ამა თუ იმ სარეკლამო კამპანიიდან; რამდენი იყო მათ შორის კვალიფიციური/ხარისხიანი ლიდები; რამდენი ლიდი დაამუშავა თითოეულმა თანამშრომელმა; რამდენი ზარი გააკეთა დროის მონაკვეთში სხვადასხვა თანამშრომელმა; რა დრო დასჭირდა შემოსულ ლიდზე რეაგირებისთვის გაყიდვების სამსახურს; რა დრო სჭირდება საშუალოდ გარიგების დახურვას; როგორია ლიდების კონვერსია გაყიდვების სხვადახვა ეტაპზე (ანუ სად კარგავს კომპანია ყველაზე მეტ კლიენტს), რა არის ყველაზე ხშირი უარის მიზეზები და ა.შ.

ვერც ერთი Google ცხრილი ან ექსელის ფაილი ამის შესაძლელობას ვერ მოგცემთ.

მესამე მიზეზი – შედეგების ზრდა

როდესაც სწორად გამართული CRM სისტემა გაქვთ კომპანიაში (რომელიც ეხმარება მენეჯერებს და არა პირიქით, ხელს უშლის მათ), ისინი მეტ გარიგებებს იღებენ დამუშავებაში და უკეთეს შედეგებსაც აღწევენ.

გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციის შედეგად, მენეჯერებს უმცირდებათ რუტინული სამუშაო. კლიენტთან კომუნიკაციის ყოველი ეტაპის შემდეგ სისტემაში განსაზღვრულია მომდევნო ნაბიჯი/ამოცანა. სისტემა „ახსენებთ“ დაგეგმილ აქტივობებს და ამოცანებს. ამიტომ არც ერთი კლიენტი და არც ერთი ამოცანა არ რჩება ყურადღების გარეშე და ბუნებრივია, შედეგად იზრდება გაყიდვების სამსახურის ეფექტიანობის მაჩვენებლები, თანამშრომლების, და შესაბამისად კომპანიის შემოსავალი.

მეოთხე მიზეზი – ადამიანური ფაქტორი

უფრო სწორად ადამიანური ფაქტორის გამორიცხვა სწორად აწყობილი ავტომატიზაციის წყალობით.

ერთი, რომ შემთხვევით ვერაფერი წაგეშლებათ ან დაიკარგება რაიმე სახის ინფორმაცია. ყოველთვის შეგიძლიათ დაკარგული ინფორმაციის აღდგენა.

მეორე, ავტომატიზირებული პროცესები საშუალებას არ მისცემს თქვენს თანამშრომელს გამოტოვოს რაიმე საფეხური გაყიდვების ჯაჭვში. მაგალითად, მენეჯერმა გადაიყვანა კლიენტი ეტაპზე ინვოისი გაგზავნილია და რობოტი ავტომატურად ავსებს ინვოისს გარიგების ბარათიდან და უგზავნის კლიენტს მეილზე. რის შემდეგაც ავტომატურად აყენებს შეხსენებას თანხის ჩარიცხვის შემოწმებაზე.

არის პერიოდები, როდესაც ზარი ზარს მიყვება და მენეჯერს უბრალოდ გამორჩება რაიმე ოპერაციის ჩანიშვნა ან რაიმე მოქმედების შესრულება. CRM სისტემის შემხსენებლები, საშუალებას არ აძლევენ მას ყურადღების მიღმა დარჩეს რომელიმე პროცესი და ხელმძღვანელსაც შეატყობინებენ ასეთი საშიშროების შესახებ.

მეხუთე მიზეზი – გაყიდვების პროგნოზი

CRM სისტემა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გაყიდვების პროგნოზი. რა მოსალოდნელ გაყიდვებს ველოდებით უახლოეს მომავალში? სისტემას შეუძლია ამის გათვლა.

გარდა სისტემის მიერ მოცებული გაყიდვების პროგნოზისა, თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ეფექტიანობის წინმსწრებ ინდიკატორებს, შუალედურ მაჩვენებლებს და დროულად მიიღოთ ზომები სიტუაციის კორექტირებისთვის.

მეექვსე მიზეზი – დანაკარგების მინიმიზაცია

როდესაც ყველა ლიდი CRM-ში შემოდის, სისტემა ავტომატურად ქმნის კლიენტის ბარათს და მთელი საკონტაქტო ინფორმაცია ამ ბარათში ინახება. აქვე არის კლიენტთან კომუნიკაციის სრული ისტორია, მისი შენაძენები, პრეფერენციები და ა.შ. ეს ინფორმაცია სრულადაა დაცული სისტემაში. არავის შეუძლია მისი წაშლა ან დაკარგვა.

მეშვიდე მიზეზი – ონლაინ რეჟიმი

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა მოვლენები ხდება თქვენ CRM-ში: რა გაიყიდა, რამდენი შეხვედრა შედგა, როგორია კონვერსია, არის თუ არა ესა თუ ის თანამშრომელი ოფისში, რამდენ კლიენტს დაურეკა, რამდენი ახალი ლიდი შემოვიდა და ა.შ.

ეს არის 7 ძირითადი მიზეზი, რატომ სჭირდება CRM სისტემა თქვენს ბიზნესს.

და ამის შემდეგ ჩნდება ახალი კითხვა – რომელი CRM სისტემა მოერგება თქვენს კომპანიას?

Keti Kharadze
Keti Kharadze
CEO of MSM
მოითხოვე ზარი

დაგვირეკე, ჩვენ ყველა თქვენს კითხვას გავცემთ პასუხს

+995 551 05 44 77