პირველ რიგში სისტემის შერჩევისას გამოცდილი ინტეგრატორი უნდა შეარჩიოთ. სასურველია, მას ჰქონდეს გამოცდილება სწორედ თქვენი ბიზნესის მიმართულებით. მაშინ ნაკლები დრო დაგეხარჯებათ მოსამზადებელ ეტაპზე. და მაინც, რა ამოცანები უნდა შეასრულოს თქვენმა CRM სისტემამ და რა ეფექტს ელოდებით მისაგან, ეს თქვენ უნდა იცოდეთ და დავალებაც თქვენ უნდა განუსაზღვოთ ინტეგრატორს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ინტეგრატორს შემოგთავაზოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული CRM სისტემა.
ბევრ CRM-ს უფასო დემო ვერსიები აქვს. ამიტომ შეგიძლიათ მოსინჯოთ სხვადასხვა სისტემა და თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული შეარჩიოთ.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ზოგიერთ სისტემას მობილური აპლიკაციებიც გააჩნია. ეს კიდევ დამატებითი კომფორტია. კლიენტებთან უწყვეტ კომუნიკაციას თქვენი თანამშრომლები ოფისის გარეთაც შეძლებენ.
რა ღირს CRM?
ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. თუ თქვენ მსხვილ ორგანიზაციას წარმოადგენთ, თანხები შეიძლება საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდეს. მაგრამ CRM სისტემა მაინც ძალიან აქტუალურია მსხვილი ორგანიზაციებისთვის. პროცესების რაოდენობა, რომლებსაც ავტომატიზაცია სჭირდება, იმდენად დიდია, რომ ეს თანხა სწრაფად ანაზღაურდება დაზოგილი დროის, გამოთავისუფლებული რესურსების და სხვა ფაქტორების გამო, რომლებიც ირიბად გავლენას ახდენენ კომპანიის მოგებაზე.
თუ თქვენ საშუალო ან მცირე ბიზნესს წარმოადგენთ, მაშინ შესაძლოა უფრო მარტივი გამოსავალი მოძებნოთ. მაგალითად, მინიმალური აუცილებელი ფუნქციონალის სისტემის დანერგვა და შემდგომ, საჭიროებებიდან გამომდინარე მისი განვითარება და ახალი ფუნქციების დამატება. ასეთი სისტემების ლიცენზიები საკმაოდ მისაღებ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ და მათი ინტეგრაციაც არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს, არც დროის და არც ღირებულების თვალსაზრისით.
რაში მჭირდება ინტეგრატორი?
სწორად შერჩეული და პროფესიონალურად გამართული CRM სისტემა, საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში, ყოველგვარი გამოთვლების გარეშე მიიღოთ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც აუცილებელია თქვენთვისაც და თქვენი გაყიდვების და მარკეტინგის გუნდისთვისაც.
ეს მონაცემები დაგეხმარებათ ასევე დაინახოთ სად აქვს პრობლემა თქვენს გუნდს, მარკეტინგის ნაწილში, თუ გაყიდვების; ლიდების რაოდენობრივ, თუ ხარისხობრივ ნაწილში; როგორია კონვერია გაყიდვების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და ა.შ.
ყველაზე ხშირი შეცდომა CRM-ის დანეგვისას სწორედ ორგანიზაციის შიდა რესურსებით დანერგვის მცდელობაა, რომელსაც 80% შემთხვევაში დანერგვის წარუმატებლობა და ისევ ექსელის ფაილზე გადასვლა მოჰყვება შედეგად. როგორც წესი, თანამშრომლები ძნელად ეგუებიან სიახლეს და დამატებით სირთულედ აღიქვამენ. წინააღმდეგობასაც კი გაგიწევენ, სანამ კარგად არ დაინახავენ რა ბენეფიტებს მიიღებენ მისგან. ხოლო თქვენი თანამშრომელი, რომელსაც ინტეგრაციის პროცესის წარმართვა დაავალეთ, არ ფლობს შესაბამის კომპეტენციებს, რომ
- სწორად შეგირჩიოთ თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამა
- შეძლოს ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის ამოქმედება
- შეძლოს თანამშრომლების პროფესიონალური სწავლება
- ააწყოს რეპორტინგის რელევანტური სისტემა
შედეგად თქვენ მიიღებთ „ძვირფასს ბლოკნოტს“ და ვერ გამოიყენებთ მის სრულ პოტენციალს, ან საერთოდ მიანებებთ თავს და ისევ ძველ მეთოდებს მიუბრუნდებით.