fbpx

ადიზესის მართვის 4 სტილი

/
/
ადიზესის მართვის 4 სტილი

იცხაკ ადიზესი – კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი, ბიზნეს-კონსულტანტი, ექსპერტი კომპანიის ეფექტიანობის ამაღლების სფეროში. ის კონსულტაციებს უწევდა მენეჯმენტის საკითხებში Bank of America, Coca-cola, IBM; პოლიტიკურ საკითხებში – ისრაილის, შვედეთის, საბერძნეთის, ბრაზილიის, განას, მექსიკის, მაკედონიის მთავრობასა და ქვეყნის მეთაურებს. დააარსა ადიზესის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ფილიალები 15 ქვეყანაში. მათი სპეციალიზაციაა ცვლილებების მენეჯმენტი.

ადიზესი ამბობს, რომ განათლების და კულტურის განსხვავების მიუხედავად, ყველა ხელმძღვანელი ერთსა და იმავე პრობლემებს აწყდება: ხელმძღვანელი უკმაყოფილოა დაქვემდებარებულებით, რომლებიც ვერ ახდენენ გავლენას კომპანიის განვითარებაზე, ხოლო დაქვემდებარებულები უკმაყოფილებას გამოხატავენ ხელმძღვანელის მართველობაზე, რომელსაც მათი წარმოდგენით, არ შეუძლია ორგანიზაციის სწორად მართვა.

ადიზესმა ხელმძღვანელები სულ 4 ტიპად დაყო.

Management 4 types

4 ტიპის მმართველობა იცხაკ ადიზესის მიხედვით

იცხაკ ადიზესმა შემოგვთავაზა პერსონალური მართვის სისტემა, რომელშიც ლიდერობის ეს ოთხი ძირითადი ტიპი ოთხი ფუნქციის ერთობლიობას ქმნის:

o Producing, P – მაღალი შედეგების მიღწევა.

o Administrating, A – ჰარმონია პროცესებში, ადმინისტრატორის ფუნქციები.

o Entrepreneurship, E – ინოვაციური იდეები, პროგნოზები და ცვლილებების კორექტირება.

o Integrating, I – კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს შენარჩუნება, სასიამოვნო თანამშრომლობისთვის და ადამიანთა ურთიერთობისთვის.

PAEI managemet

იცხაკის აზრით, თითოეული ადამიანი, აერთიანებს ყველა ამ ფუნქციას, მაგრამ როგორც წესი, მხოლოდ ერთი მათგანია დომინანტური. ადიზესის უფასო ონლაინ ტესტის საშუალებით შეგიძლიათ გაიგოთ ხელმძღვანელის რომელ ტიპს განეკუთვნებით თქვენ:

o Paei – ლიდერი პროდიუსერის ყველაზე განვითარებული თვისებით;

o pAei – საუკეთესო ადმინისტრატორი. მას შეუძლია შეასრულოს სხვა ფუნქციებიც, მაგრამ არა ისე კარგად, როგორც ადმინისტატორის;

o paEi – ენტერპრენერის (მეწარმის) თვისებები. მას აქვს ყველა სხვა ქცევითი ტიპის უნარები, მაგრამ ისინი ცუდად არის განვითარებული;

o paeI – ინტეგრატორი. მან იცის როგორ გააერთიანოს ხალხი საერთო მიზნის მისაღწევად, მაგრამ სუსტად აქვს განვითარებული უნარები სხვა ტიპის მენეჯმენტში.

ამ სისტემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ PAEI ადამიანი, რომელსაც აქვს ოთხივე ტიპის მართვის მაღალ დონეზე განვითარებული უნარები, არ არსებობს.

პროდუსერი

პროდიუსერის განმასხვავებელი თვისებებია ორიენტაცია შედეგებზე. ასევე თავისი საქმიანობის სპეციფიკის, არსის გაგება და მათი კანონზომიერების ხედვის უნარი. პროდიუსერი არის ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მიზანი. მას ახასიათებს მიზნის და მაღალი შედეგების მიღწევის გამოხატული მოტივაცია.

პროდიუსერი არის სიზუსტის მოყვარული პერსონა. თუ ის გეთანხმებათ, ეს ნიშნავს „დიახ“ და არაფერს მეტს. თუ ის უარს ამბობს ან უარყოფს, ეს კატეგორიული „არაა“ და ყველანაირი სხვა მნიშვნელობა ან ინტერპრეტაცია გამორიცხულია.

პროდიუსერს შეესაბამება კითხვა „რა უნდა გაკეთდეს?“

ეს ფუნქცია პასუხისმგებელია მომხმარებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ის გავლენას ახდენს კომპანიის მუშაობაზე მოკლევადიან პერსპექტივაში.

PAEI-ში (ადიზესის კოდი) ავტორი თითოეულ მენეჯერს აძლევს თავის ცალკე მეტსახელს. P000 პერსონას, რომელშიც მხოლოდ პროდიუსერის უნარებია განვითარებული, ადიზესი უწოდებს “მარტოხელა რეინჯერს”, რომელიც მზად არის აიღოს ყველა ტვირთი საკუთარ მხრებზე.

პროდიუსერის მთავარი მახასიათებლებია:

o პროდუქტიულობა, შრომისმოყვარეობა;

o ფოკუსირება მიღწევებზე;

o მოუთმენლობა;

o პრაგმატიზმი;

o მეტი მოქმედებაა, ვიდრე ფიქრი და ანალიზი;

o კომპეტენტურობა.

Paei ადამიანების დევიზია: „თუ მიზანში მოხვედრის საჭიროებაა, ჯერ უნდა ისროლო“.

როდესაც პროდიუსერი კარგად არ ასრულებს თავის როლს, ამან შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი პრობლემები:

o ორიენტირების დაკარგვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო – ხარისხის თუ მოცულობის გათვალისწინებით;

o დისბალანსი სახლს, ოჯახსა და სამსახურს შორის;

o სამუშაო პროცესის სხვა მონაწილეებთან უთანხმოება;

o გადაჭარბებული, მაღალ ინტენსიური დატვირთვა, ზომიერების გრძნობის დაკარგვა, რაც აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

o სირთულეები უფლებამოსილების გამოყენებისას.

პროდიუსერის დაქვემდებარებულები ასრულებენ მეორეხარისხოვან დავალებებს, ხოლო ის თავად წყვეტს ყველაზე რთულ, მნიშვნელოვან და გადაუდებელ საქმეებს. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესააც ის თავად ხვდება, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება.

Producer type

რჩევები პროდიუსერის ტიპის ხელმძღვანელისთვის:

o მონაწილეობა მიიღეთ სამუშაო პროცესების განხილვაში. მნიშვნელოვანია სხვა მონაწილეთა მოსაზრებების მოსმენა და დასკვნების გამოტანა.

o სერიოზულად მოეკიდეთ პარტნიორების წინადადებებს, დაფიქრდით ვინ რა თქვა.

o ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ნაუცბათევად. მიეცით საკუთარ თავს დრო ფიქრისთვის.

o მთლიანად ნუ უგულვებელყობთ თანამშრომლების მოსაზრებებს.

o მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ მართვის იდეალური მოდელის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისკენ სწრაფვას არ უნდა ეცადოთ.

o დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ სურთ სხვებს მუშაობა და როგორ სურთ მოიქცნენ თითოეულ სიტუაციაში.

სასურველია პროდიუსერმა დაახარჯოს თავისი ენერგია კოლეგების ან დაქვენდებარუბულების სწავლებას, რათა მათ უფრო უკეთ და უფრო სწრაფად იმუშაონ.

ადმინისტრატორი

დეტალების ანალიზი – ადმინისტრატორის სამუშაოა. ამ პერსონაჟის სხვა გამორჩეული მახასიათებლებია სამუშაო პროცესების რეგულირება, თითოეული მონაწილის მუშაობის თვალყურის დევნება. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კომპანიაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. იცხაკ ადიზესის მიხედვით  ადმინისტრატორის ტიპი გამოირჩევა განსაკუთრებული სიფრთხილით.

თუ ის პასუხობს დადებითად, ეს ყოველთვის ნიშნავს “დიახ”, რადგან მან უკვე გადაამოწმა ყველაფერი პირადად და არაერთხელ. “არა”-ს თქმით, pAei ადამიანი ყოველთვის არ დებს ამ სიტყვაში სრულ კატეგორიულობას. სავარაუდოდ, მისთვის „არა“ ნიშნავს “შეიძლება”. ეს იმიტომ, რომ ადმინისტრატორი ძალიან ფრთხილია.

ადმინისტრატორის მთავარი კითხვაა “როგორ უნდა გაკეთდეს ეს?”.

იმ დროს, როდესაც პროდიუსერი მუშაობს შედეგზე, pAei ადმინისტრატორი ორიენტირებულია პროცესებზე. თვალყურს ადევნებს სამუშაოს მიმდინარეობას, რათა ისინი შეესაბამებოდნენ წესებს, კანონებს და სხვა რეგულაციებს.

თუ პიროვნებაში მხოლოდ მეორე ტიპის (ადმინისტრატორის) უნარებია განვითარებული, ანუ 0A00 ვარიანტს, ადიზესი მეტსახელად „ბიუროკრატს“ უწოდებს.

Administrator type manager

ადიზესის მეთოდოლოგია მუშაობს რეალურ ცხოვრებაში. ყველა ადამიანი სხვადასხვა ტიპის მენეჯმენტის გაანალიზების შემდეგ, როგორც წესი, პოულობს მათში ანარეკლს რეალური ცხოვრებიდან. მაგალითად, ბიუროკრატი სამუშაოს ასრულებს ინსტრუქციების, ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად. უფრო მეტიც: თავად იგონებს ამ წესებს და შემდეგ ყველას არწმუნებს, რომ მათი დაცვაა საჭირო და სხვა გზა არ არის, მათგან თავის არიდება შეუძლებელია.

ადმინისტრატორის ძირითადი მახასიათებლები:

o კანონ-მორჩილება;

o კონსერვატიზმი;

o პრობლემის დანახვის უნარი წინასწარ, სირთულეების გათვალისწინება;

o ლოგიკური აზროვნება;

o თანმიმდევრულობა მოვალეობების შესრულებისას;

o განსაკუთრებული ყურადღება დეტალებზე;

o მოწესრიგებულობა, მეთოდურობა;

o სხვების მართვის სურვილი;

o ციფრების, სტატისტიკის, გამოთვლების სიყვარული.

მუშაობისადმი არასწორი მიდგომით და „ბიუროკრატის“ როლის შესრულებით, ამ ტიპის ხელმძღვანელს შეიძლება შემდეგი პრობლემები შეექმნას:

o საკმარისი ყურადღება არ ექცევა სამუშაოს მნიშვნელობას, რადგან ყველა ძალა მიმართულია მის ფორმაზე;

o დაკარგული პერსპექტივა;

o დიდი დრო იხარჯება საკითხების დეტალებზე, ფორმალობებზე;

o წესებისა და კანონების გადაჭარბებული დაცვა;

o ავტორიტეტი და ქარიზმა გამორიცხულია;

o პრობლემებია თანამშრომლებთან ურთიერთობაში, რთულია მათთან ერთ სივრცეში მუშაობა;

o შესრულების დაბალი ტემპი იმის გამო, რომ დიდი ძალისხმევა იხარჯება ანალიზზე.

ადმინისტრატორის დაქვემდებარებულები იძულებულნი არიან უბრალოდ დაეთანხმონ მის გადაწყვეტილებებს, რადგან სხვა არჩევანი არ აქვთ.

MSM - PAEI management

რჩევა ადმინისტრატორის ტიპის ხელმძღვანელებს:

o მნიშვნელოვანია ისწავლოთ რისკების გაწევა და გეგმიდან გადახვევა. ზოგჯერ გენიალური გადაწყვეტილებები ექსტრემალურ პირობებში იბადება.

o შეგიძლიათ წინასწარ გააკეთოთ დავალებების სიები თითოეული თანამშრომლისთვის და დაახარისხოთ პრიორიტეტების მიხედვით. თუ თანამშრომელმა ვერ მიაღწია წარმატებას წვრილმან დავალებებში, არ არის აუცილებელი მისი დასჯა.

o სჯობს თითოეული სიტუაცია სხვებისგან გამიჯნულად განიხილოთ.

o გაითვალისწინეთ, რომ კომპანიის ან კარგი თანამშრომლის გადასარჩენად ხშირად მოგიწევთ გეგმიდან გადახვევა.

o უნდა ისწავლოთ თანამშრომლების რეალური აზრის გარჩევა გაჟღერებულისგან, რომელსაც ისინი მხოლოდ იმიტომ ახმოვანებენ, რომ თქვენ გასიამოვმოთ.

o ხანდახან უნდა მისცეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების უფლება.

o ყოველდღე უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, კიდევ რა შეგიძლიათ შეცვალოთ.

ადმინისტრატორი ისეა მოწყობილი, რომ ის ყოველთვის ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ნებისმიერი გაურკვევლობა. მაგრამ ბიზნესში მაღალი წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია კომფორტის ზონიდან გამოსვლა.

ენტერპრენერი

ამ ტიპის მენეჯერს შეიძლება ეწოდოს იდეების გენერატორი. ამავე დროს, მას შეუძლია წამოაყენოს როგორც ძალიან კარგი, ასევე უკიდურესად ცუდი აზრები. მაგრამ პროდიუსერს შეუძლია განახორციელოს მისი იდეები, ხოლო თავად არ გააჩნია ამისათვის საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები.

ადიზესი ლიდერობის 4 ტიპის აღწერისას ამბობს, რომ იდეალური ენტერპრენერი არის ადამიანი, რომელიც აერთიანებს “P” და “E” უნარებს.

ენტერპრენერის მთავარი კითხვაა “როდის და რატომ უნდა გაკეთდეს ეს?”.

კრეატიული მიდგომისა და რისკებზე წასვლის მზაობასთან ერთად, ხელმძღვანელმა უნდა შეძლოს ორიენტირება ცვალებად გარემოში, სიგნალების ქაოსში და განსაზღვროს კომპანიის განვითარების სტრატეგია.

როდესაც ენტერპრენერი არ ამბობს “არას”, ეს ნიშნავს “შეიძლება”. მაგრამ როდესაც მან თქვა “არა” – ეს ნიშნავს მტკიცე “არას”. საქმე იმაშია, რომ ის მუდმივად სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის გზებს ეძებს. თუ მან იპოვა ერთი ვარიანტი, შეამოწმა და დაადასტურა, მაშინ ყველა სხვა გზა მთლიანად უარყოფილი იქნება მის მიერ.

ადიზესის მეთოდოლოგიაში 00E0 ტიპს უწოდებენ “ცეცხლის წამკიდებელს”, რადგან მისი ავანტურისტული აზროვნება ხშირად ტრანსფორმირდება კითხვად “რატომაც არა?”. ენტერპრენერს სულ ახალ-ახალი იდეები აქვს, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი, და მოითხოვს თანამშრომლებისგან, რომ ისინი რეალობად აქციონ.

ენტერპრენერის მთავარი მახასიათებლებია:

o ძლიერი ქარიზმა;

o პროაქტიულობა;

o მიდრეკილება ინოვაციისკენ;

o ოცნება;

o იდეებისა და აზრების გენერირების მოთხოვნილება;

o ნეგატიური დამოკიდებულება დეტალებისადმი;

o პროგრამების გამოყენება ხელქვეითების მუშაობის მონიტორინგისთვის (მაგალითად, დროის უბრალო ტრეკერი Checkiant);

o ცვლილებისკენ სწრაფვა;

o დამოუკიდებლობა.

თუ ენტერპრენერი ვერ უმკლავდება თავის ამოცანებს და არ იცის როგორ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები სწორად, მას შეიძლება შეექმნას შემდეგი სახის სირთულეები:

o ენთუზიაზმის დაკარგვა;

o სამუშაოს ბოლო მომენტში შესრულება;

o დაბალი წარმადობა;

o არათანმიმდევრულობა;

o გეგმის ჩაგდება.

თუ საკუთარ თავს ენტერპრენერად აღიქვავთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

o შეარჩიეთ პერსონალიდან ისეთი ადამიანი, რომელსაც ექნება გამბედაობა, გააპროტესტოს თქვენი გადაწყვეტილებები და თქვენ ამაზე არ გაბრაზდებით.

o თუ რამე არასწორედ კეთდება, აუცილებელი არაა ყველაფრის თავიდან დაწყება. ხანდახან საკმარისია მცირე ცვლილებების შეტანა, რომ ყველაფერი გამოსწორდეს.

o გაითვალისწინეთ არა მხოლოდ დეტალები და სტრატეგია, არამედ ფაქტებიც.

o დაყავით თქვენი სამუშაოების სია პრიორიტეტულ და მეორეხარისხოვან ამოცანებად.

o შეეცადეთ გააკეთოთ წინააღმდეგობაზე რეაგირება მშვიდად, აგრესიის გარეშე.

ენტერპრენერის მთავარი პრობლემა არის სხვა ადამიანების მოსმენის უუნარობა. მან უნდა ისწავლოს მეტი მოსმენა და ნაკლები ლაპარაკი.

ინტეგრატორი

ამ ტიპის ხელმძღვანელის მთავარი ამოცანაა ხალხის გაერთიანება. ის მუშაობს გაურკვეველ გარემოში, რადგან მის გარშემო იმდენი თანამშრომელია თავმოყრილი და ყველას თავისი აზრები, გეგმები, იდეები აქვს.

ინტეგრატორის შეკითხვაა “ვინ უნდა გააკეთოს ეს?” და ეს არ არის ერთადერთი. მეორე კითხვა არის “როგორ გავაკეთოთ რაღაც ერთად?”

paeI ადამიანისთვის მთავარი მიზანია ხალხის გაერთიანება, მათ შორის ურთიერთობის დამყარება. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრატორისთვის, არის კონფლიქტის მოგვარება. ის კომპანიაში ცდილობს მეგობრული, სასიამოვნო და პოზიტიური ატმოსფეროს დამყარებას.

ლიდერს უნდა შეეძლოს კომპანიაში შექმნას ატმოსფერო და ღირებულებების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდის სინერგიას, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობას.

MSM - PAEI management

ამ ტიპის ლიდერი მიდრეკილია მინიმუმამდე დაიყვანოს კატეგორიულობა ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. ამიტომ მისი “დიახ” და “არა” თანაბრად ტრანსფორმირდებიან, როგორც “შეიძლება”. ადიზესი სუფთა ტიპის ინტეგრატორს 000I, უწოდებს “მხურვალე მხარდამჭერს”.

“I” ტიპის ადამიანს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი მახასიათებელი, მათ შორის:

o შეუძლია ლიდერის ამოცნობა;

o აქვს მოსმენის და გაგების უნარი;

o ხელს უწყობს კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას;

o არის კარგი ემფატი;

o სამართლიანი;

o  გონივრული.

თუ ის კარგად არ ასრულებს თავის როლს, შეიძლება შეექმნას შემდეგი ტიპის  პრობლემები:

o მხედველობიდან კარგავს მნიშვნელოვან ამოცანებს გუნდში ურთიერთობებზე ჩაციკვლის გამო;

o ცდილობს ყველას ასიამოვნოს, რაც გარშემომყოფებს აღიზიანებს;

o ძალიან მძიმედ განიცდის უარს;

o ქმნის თანხმობის ილუზიას, რათა არ განაწყენდნენ ადამიანები, რაც უარყოფითად აისახება სამუშაო პროცესზე.

შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციების მიცემა:

o არ არის საჭირო ყველას დაეთანხმო. ისწავლეთ მტკიცე „არას“ თქმა.

o მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პრობლემის გადაჭრა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ადამიანების გრძნობები.

o ჯანსაღმა დაძაბულობამ და ჯგუფში დისკუსიამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი იდეების დაბადება.

o ნება მიეცით თანამშრომლებს იკამათონ, რადგან კამათში ჩნდება ჭეშმარიტება.

თქვენი PAEI ტიპის გარკვევა შეგიძლიათ ადიზესის ონლაინ ტესტის გავლით. უპასუხეთ კითხვებს, შეარჩიეთ სწორი პასუხები და მიიღეღ თქვენი პასუხების ანალიზი ინდივიდუალური რეკომენდაციებით ადიზესის ინსტიტუტისგან.

ტესტი უფასოა.

ადიზესის მიერ შემუშავებული PAEI მენეჯმენტის კონცეფციის მიხედვით, გუნდში წარმატებული მუშაობისთვის, ლიდერმა ბრწყინვალედ უნდა შეასრულოს მინიმუმ ერთი ფუნქცია.

თუ თქვენ მიიღებთ 70%-ზე მეტს თუნდაც ერთ ფუნქციაში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ ლიდერობის და მართვის უნარები.

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ერთზე მეტ ფუნქციაში, მაშინ ეს დაეხმარება კომპანიას, რომელსაც თქვენ მართავთ ეფექტურად იმუშაოს ახლა და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ოთხივე ფუნქციის ერთ ადამიანში გაერთიანება შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია კომპანიის მენეჯმენტში რამდენიმე ძლიერი ლიდერის ყოლა.

ვინ არის იდეალური მენეჯერი ადიზესის მიხედვით?

მენეჯერს უნდა შეეძლოს დაგეგმოს, მართოს და თანამშრომლების მოტივირება მოახდინოს. ის აყალიბებს გუნდებს და აძლევს მათ დავალებებს. ამავე დროს, ის ერთდროულად ავლენს თანაგრძნობას, რაციონალურობას და წინდახედულობის ნიჭს. აქვს ქარიზმა, სიზუსტე, სიმკაცრე და წინდახედულობა.

სხვადასხვა ადამიანს უნარების განსხვავებული ნაკრები აქვს. ამიტომ მათი PAEI კოდის თითოეულ ასოს განსხვავებული რიცხვითი მნიშვნელობა აქვს. უნარების კომბინაცია გაერთიანებულია 14 სხვადასხვა სტილში: მარტოხელა რეინჯერი (P000), ბიუროკრატი (0A00), ცეცხლის წამკიდებელი (00E0), მგზნებარე მხარდამჭერი (000I), მკვდარი კუნძი (0000), პროდიუსერი (Paei), ადმინისტრატორი (pAei), იდეების გენერატორი (paEi), ინტეგრატორი (paeI), პატარა გუნდის მენტორი (PaeI), მზრუნველი ადმინისტრატორი (pAeI), სახელმწიფო მოღვაწე (paEI), მარჯვენა ხელი (PAeI), ცვლილების ლიდერი (PaEI).

MSM - PAEI management

Keti Kharadze
Keti Kharadze
CEO of MSM
მოითხოვე ზარი

დაგვირეკე, ჩვენ ყველა თქვენს კითხვას გავცემთ პასუხს

+995 551 05 44 77