გაყიდვების ავტომატიზაცია
CRM სისტემების დანერგვა
amoCRM, Kommo, Bitrix24, Profitbase, Flatrix
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
ჩვენი გუნდი ეხმარება კომპანიებს გაყიდვების ზრდაში, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის და ინდივიდუალურად მორგებული CRM სისტემების დანერგვის საშუალებით.
ჩვენ ვართ ოფიციალური პარტნიორები ისეთი პოპულარული CRM სისტემების, როგორიცაა amoCRM, Kommo, Profitbase, Flatris და Bitrix24.
გაზარდეთ გაყიდვები და მომხმარებლების კმაყოფილება უკვე აპრობირებული დარგობრივი გადაწყვეტებით, რომლებიც მასშტაბური ზრდის შესაძლებლობას მოგცემთ.
რას ვაკეთებთ?
შევისწავლით თქვენს კომპანიაში დამკვიდრებულ ბიზნეს-პროცესებს ზრდის და ავტომატიზაციის შესაძლებლობების განსაზღვისთვის
შეგირჩევთ თქვენს დარგზე, ბიზნეს სფეციფიკაზე, რესურსებზე და მოთხოვნებზე მორგებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტას
დაგინერგავთ კლიენტებთან კომუნიკაციის ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიას მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად
როგორ ვმუშაობთ CRM სისტემის დანერგვაზე
ყველა თანამედროვე CRM სისტემა სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებს შეგიძლიათ მოარგოთ. რასაკვირველია არსებობს დარგობრივი გადაწყვეტები, მაგრამ ამ თავისებური ფუნქციების „დაშენება“ CRM სისტემის საბაზისო ვერსიაზე ხდება.
ერთი სიტყვით, ეს არ არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც დაიდებ და პირდაპირ გამოიყენებ. მას არა მხოლოდ თქვენს დარგზე, არამედ კონკრეტულად თქვენს კომპანიაში დამკვიდრებულ ბიზნეს-პროცესებზე სჭირდება მორგება.
ამიტომ CRM სისტემის დანერგვის პროცესს ჩვენ რამოდენიმე ეტაპად ვყოფთ.
კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა/აუდიტი
ტექნიკური დავალების/ბრიფის შედგენა თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით
უშუალოდ დანერგვის პროცესი და დამატებითი მოდულების ინტეგრაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
თანამშრომლების მომზადება სისტემაში სრულყოფილად სამუშაოდ და მათი სერტიფიცირება.
შემდგომი მხარდაჭერა - CRM სისტემაში მუშაობის ხარისხის კონტროლი
პირველი კრიტერიუმი თქვენი ბიზნესის გაბარიტები და განვითარების ეტაპია.
თუ თქვენი ბიზნესი მცირე ან საშუალო ზომისაა და თქვენ მხოლოდ გაყიდვების პროცესის ავტომატიზაცია გჭირდებათ, იდეალური ვარიანტი amoCRM ან Kommo სისტემებია. მათი ინტერფეისი იმდენად ინტუიტიურია, რომ მასში მუშაობის დაწყება დანერგვის პირველი დღიდანვეა შესაძლებელი. ფასები >>
თუ თქვენი კომპანია მსხვილია და თქვენ არა მხოლოდ CRM, არამედ კორპორატიული პორტალი გჭირდებათ, იდეალური ვარიანტი Bitrix24-ია. ფასები >>
Bitrix24 ძალიან მრავალფუნქციურია, რის გამოც მისი ინტეგრაციის და თანამშრომლების მომზადების პერიოდიც საკმაოდ ხანგრძლივია. ამიტომ ნუ იჩქარებთ არჩევანის გაკეთებას, თუ თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ მისი ფუნქციონალი.
ამიტომ არ საჭიროებს ინსტალაციას. საკმარისია ინტერნეტზე წვდომა.
მომხმარებლები
პროგრამის ძაან კმაყოფილი ვარ ქეთი, გაკონტროლება დავამუღამე და ძაან დიდ ეკონომიას მიკეთებს დროში... შემიძლია მთელი დღე გასული ვიყო სხვა საქმეზე და საღამოს შენიშვნებს ჩავუჯდები ხოლმე, რომ მეორე დღეს დილიდანვე მოხდეს გამოსწორება... ანუ მთლიანად ვაკონტროლებ პროცესს და ეს ძაან მაგარი რამეა...
ძალიან კმაყოფილი ვარ პროექტის შედეგებით. განსაკუთრებით მეხმარება გაყიდვების ყოველდღიურ ინდიკატორებზე დაკვირვება. გაყიდული ბინების რაოდენობას კი არ ვკითხულობ, ყოველდღიურად ვიღებ სტატისტიკას მობილურზე როგორი აქტივობაა კლიენტების მხრიდან. თუ დღევანდელი შედეგი არ მომწონს, სასწრაფოდ ვიწყებ მარკეტინგთან და გაყიდვებთან გამოსწორების გზებზე მუშაობას. გაყიდვების ჩავარდნას კი არ ველოდები.
+995 551 05 44 77
info@msm.ge
10.00 საათიდან 18.00 საათამდე