რატომ MSM?
არ იქნებით მუდმივად "გაყიდვების ვარსკვლავების" ძიებაში
სისტემის არსებობის შემთხვევაში თქვენი გაყიდვების ეფექტიანობა სისტემაზე იქნება დამოკიდებული და არა ცალკეული პერსონების უნარებზე.
“ვარკვლავების” მოძებნა და აყვანა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. წასვლის შემთხვევაში კი ძიების და ადაპტაციის პროცესის თავიდან გავლა გიწევთ.
დანარჩენი “არავარსკვლავური” სტაფი თავს მეორეხარისხოვნად და არასტაბილურად გრძნობს. ამიტომ მაღალია კადრების დენადობა.
შეგიმცირდებათ კადრების დენადობა და გაგეზრდებათ მათი ეფექტიანობა
გამართული სისტემის პირობებში ყველა თანამშრომელს სტაბილურობის შეგრძნება აქვს.
CRM სისტემაში ზუსტადაა ასახული გაყიდვების გუნდის და თითოეული მენეჯერის საქმიანობის ეფექტიანობა და შედეგები.
სწორ კონკურენციაზე აწყობილი სამოტივაციო სისტემა თვითრეალიზაციის განცდას და განვითარების სტიმულს მისცემს თქვენს სტაფს.
შეგიმცირდებათ სახელფასო ხარჯი
როდესაც ორგანიზაციაში სისტემა იმუშავებს, თქვენ არ მოგიწევთ ასტრონომიული ხელფასების გადახდა “ვარსკვლავებისთვის”.
სწორად გადანაწილებული ფუნქციები და გეგმაზე მორგებული სტაფის რაოდენობა, სისტემის კიდევ ერთი ბონუსია.
თუ სტაფი საჭიროზე მეტი გყავთ, სახელფასო ბიუჯეტს ტყუილად ბერავთ. თუ სტაფი არასაკმარისი გყავთ, მომსახურების ხარისხი ვარდება.
თქვენი გადაწყვეტილებები ზუსტ ანალიტიკას დაეყრდნობა და არა ინტუიციას
CRM-ის ანალიტიკა, საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში მიიღოთ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია.
შეძლებთ დაინახოთ სად აქვს პრობლემა თქვენს გუნდს, მარკეტინგის ნაწილში, თუ გაყიდვების.
როდესაც საკმარისი სტატისტიკა დაგიგროვდებათ სისტემის ხელოვნური ინტელექტი “ისწავლის” გაყიდვების პროგნოზირებას.
არ მოგიწევთ თავად იყოთ ჩართული საოპერაციო პროცესებში და მეტი დრო დაგრჩებათ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის
გამართული საოპერაციო სისტემა, თქვენს ჩართულობას თითქმის არ მოითხოვს. სიტუაციური სცენარები პირველი რგოლის მენეჯერებს გადაწყვეტილებების მიღებას უმარტივებს
თქვენ უკვე გყავთ პროფესიონალების გუნდი, რომელმაც იცის როგორ მართოს გაყიდვების პროცესი, რა ძირითად მახასიათელებს უნდა მიაქციოს ყურადღება ეფექტიანობისთვის და ა.შ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მარკეტინგი აუთსორსზე გაქთ გატანილი, თქვენ გუნდს ეყოლება ლიდერი, რომელიც კოორდინაციაში მოიყვანს მარკეტინგის და გაყიდვების აქტივობებს.