სერვისები
ჩვენ გთავაზობთ



CRM სისტემის დანერგვა და ტექნიკური მხარდაჭერა

მარკეტინგისა და გაყიდვების მართვა აუთსორსზე
ვის სჭირდება: ახალგაზრდა დეველოპერულ კომპანიას, რომელსაც არ ჰყავს თავისი საკუთარი გაყიდვების გუნდი ან გატანილი აქვს ეს სერვისი აუთსორსზე
რას ვაკეთებთ: ვსწავლობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს-პროცესებს, ვადგენთ და ვათანხმებთ თქვენთან გაყიდვების სისტემის იმპლემენტაციის გეგმას, ვნერგავთ სისტემას და ვაკონტროლებთ მის ეფექტიანობას.
შედეგები:
- გაყიდვების პროცესის სრული კონტროლი
- პროგნოზირებადი და მზარდი შემოსავალი
- განვითარებისათვის აუცილებელი ანალიტიკური მონაცემები
თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლის შემდეგ ჩვენ შეგიქმნით გაყიდვების ინდივიდუალურ სისტემას და მოგიმზადებთ მისი დანერგვის გეგმას
დანერგვა
თუ თქვენი კომპანია ახალია ბაზარზე და ჯერ არ გაქვთ გაყიდვების სისტემა, ჩვენ უმოკლეს ვადაში გაგიმართავთ ეფექტურ სისტემას, რომლის აწყობას თქვენ შეიძლება წლები მოანდომოთ
დაგინერგავთ თქვენს ბიზნეს პროცესებზე მორგებულ CRM სისტემას და შევასწავლით თქვენს თანამშრომლებს უმოკლეს ვადაში – 2 კვირაში.
გაყიდვების სისტემის ოპტიმიზაცია
ვის სჭირდება: უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიას, რომელსაც ჰყავს თავისი საკუთარი გაყიდვების გუნდი
რას ვაკეთებთ: ვატარებთ თქვენი არსებული გაყიდვების სისტემის და ბიზნეს პროცესების აუდიტს, ვადგენთ და გითანხმებთ სისტემის ოპტიმიზაციის გეგმას, ვნერგავთ ცვლილებებს და ვაკონტროლებთ ეფექტიანობას.
შედეგები:
- თქვენი გაყიდვები გაიზრდება 30%-200%-ით
- განვითარებისათვის აუცილებელი ანალიტიკური მონაცემები
- გაყიდვების პროცესის სრული კონტროლი
ყველა მოქმედ კომპანიას აქვს თავისი გაყიდვების სისტემა. რამდენად ეფექტურია ეს სისტემა და განვითარების რა საშუალებები არსებობს, ამას ჩვენი სპეციალისტები თქვენი ბიზნეს-პროცესების აუდიტის საფუძველზე დაგისაბუთებენ
ოპტიმიზაცია
გაყიდვების სისტემის აუდიტის შემდეგ შეგიქმნით თქვენს კომპანიაზე მორგებულ გაყიდვების სისტემის განვითარების გეგმას და დაგეხმარებით ამ სისტემის დანერგვაში და ეფექტიანობის მონიტორინგში
დაგინერგავთ თქვენს ბიზნეს პროცესებზე მორგებულ CRM სისტემას და შევასწავლით თქვენს თანამშრომლებს უმოკლეს ვადაში – 2 კვირაში.
CRM სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა
ვის სჭირდება: ნებისმიერ კომპანიას, რომელიც გაყიდვებს ან კლიენტებთან კომუნიკაციას აწარმოებს
რას ვაკეთებთ: ვატარებთ თქვენი ბიზნეს პროცესების აუდიტს, ვარგებთ CRM სისტემას თქვენს ბიზნეს პროცესებს და ვასწავლით თქვენს თანამშრომლებს მის გამოყენებას
შედეგები: მხოლოდ CRM სისტემის დანერგვის შედეგად თქვენი გაყიდვები გაიზრდება 50%-70%-ით
თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესების აუდიტი საშუალებას მოგვცემს თქვენს საჭიროებებზე მორგებული სისტემა შემოგთავაზოთ
სისტემას დაგინერგავთ უმოკლეს ვადაში, ვინაიდან ჩვენ CLOUD სისტემაზე ვმუშობთ. ის არ საჭიროებს ინსტალაციას. საკმარისია გქონდეთ ინტერენეტზე წვდომა
თქვენი თანამშრომლები სისტემაში მუშაობას დანერგვის დღესვე შეძლებენ. სრულყოფილად გამოყენებას – 4 კვირაში
გაგიწევთ ტექნიკურ მხარდაჭერას და საჭიროების დადგომისას დაგეხმარებით ახალი ინტეგრაციების დამატებაში
გაყიდვების და/ან მარკეტინგის აუთსორსინგი სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება სამშენებლო ბაზარზე, ვინაიდან უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ბაზარია, ხოლო პროდუქტი – ძვირადღირებული. რთულ კონკურენტულ გარემოში დეველოპერებს ურჩევნიათ საქმე პროფესიონალებს მიანდონ, რომლებიც კარგად იცნობენ ბაზრის მოთხოვნებს და უძრავი ქონების გაყიდვის სპეციფიკას.
განვითარების გარკვეულ ეტაპზე, კომპანიას უჩნდება სურვილი თავისი საკუთარი გაყიდვების სისტემა შექმნას. ამ ფაქტორს ჩვენ თავიდანვე ვითვალისწინებთ. როდესაც თქვენ მზად იქნებით, ჩვენ დაგინერგავთ გაყიდვების სისტემას, მოგიმზადებთ სტაფს, გადმოგცემთ თქვენთან მუშაობის პერიოდში დაგროვილ მარკეტინგულ მასალებს, სტატისტიკურ და ანალიტიკურ მონაცემებს, მომხმარებელთა ბაზებს, CRM სისტემას.


როგორც ცნობილია, კომპანიების მხოლოდ 10% აღწევს წარმატებას ბიზნესში. განავითარეთ თქვენი გაყიდვები თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენთან ერთად და მოხვდით გამორჩეულ 10%-ში.
ქეთი ხარაძე
CEO