სერვისები
რას გთავაზობთ
AI ჩატბოტების დანერგვა მესენჯერებისთვის
AI ინტეგრაცია ბიზნეს პროცესებში
ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია კომპანიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ღებულობს.
ჩვენ დაგეხმარებით ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის დაგეგმვაში თქვენი კომპანიის სპეციფიკის, რესურსების, მზაობის და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით.
კომპანიის წარმატება მთლიანად გაყიდვების ეფექტიანობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ავტომატიზაციის პროცესს, როგორც წესი გაყიდვების პროცესის სისტემატიზაციით და CRM სისტემის დანერგვით ვიწყებთ.
CRM-ის დანერგვა და ტექნიკური მხარდაჭერა
CRM-ის დანერგვა რამოდენიმე ეტაპს მოიცავს: ბიზნეს პროცესების სისტემატიზაცია და ტექნიკური დავალების შედგენა, სისტემის იმპლემენტაცია და ადაპტირება, თანამშრომლების ტრენინგები, დანერგვის შემდგომი მხარდაჭერა და მონიტორინგი.
როგორც ოფიციალური წარმომადგენლები, ტრენინგების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, გავცემთ 2 კატეგორიის სერტიფიკატს – სისტემის მომხმარებლებისთვის და ხელმძღვანელებისთვის.
CRM სისტემის აუდიტი და ოპტიმიზაცია
თუ თქვენ უკვე გაქვთ დანერგილი CRM სისტემა და მისი დანერგვიდან გავიდა 1 წელი ან მეტი, აუცილებლად დაგჭირდებათ სისტემის განახლება და ანალიზი, რამდენად სწორად მუშაობენ თქვენი თანამშრომლები მასში.
ჩვენ ჩავარტარებთ თქვენი CRM სისტემის აუდიტს, წარმოგიდგენთ ანალიზს და ოპტიმიზაციის გეგმას.
შეთანხმებული გეგმის მიხედვით გაგიგეთებთ სისტემის განახლებას და ოპტიმიზაციას. გადაგიმზადებთ თანამშრომლებს და დაგეხმარებით სისტემაში მუშაობის სტანდარტების შემუშავებაში.
AI ჩატბოტები კომპანიებს ეხმარება კლიენტებთან კომუნიკაციაში Facebook Messenger-ში, Instagram Direct-ში, WhatsApp-ში, TikTok-ზე და ვებ-გვერდის ჩატში. ბოტი მუშაობს 24/7 რეჟიმში და უზრუნველყოფს, რომ კლიენტის მოთხოვნა პასუხის გარეშე არ დარჩეს — მათ შორის მაშინაც, როცა გუნდი ოფისში არ არის.
ჩატბოტი პირველივე წუთებში პასუხობს კლიენტის კითხვებს, აგროვებს საჭირო ინფორმაციას და აფიქსირებს მოთხოვნას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ცხელ ლიდებთან“ მუშაობისას, როდესაც კლიენტი მზად არის მიიღოს გადაწყვეტილება და სწრაფი პასუხი ხშირად გადამწყვეტია. დროული რეაგირება ამცირებს რისკს, რომ კლიენტი გადავიდეს კონკურენტთან, რომელიც უკვე იყენებს ასეთ ტექნოლოგიებს.
ჩვენ ვაწყობთ ჩატბოტებს Facebook Messenger-ისთვის, Instagram-ისთვის, WhatsApp-ისთვის, TikTok-ისთვის და ვებ-გვერდის ჩატისთვის. ბოტი შეიძლება მუშაობდეს როგორც დამოუკიდებელი ინსტრუმენტი ან იყოს ინტეგრირებული CRM სისტემასთან, სადაც ყველა მოთხოვნა ავტომატურად ფიქსირდება და ერთიან გაყიდვების პროცესში ხვდება.
როგორც ცნობილია, კომპანიების მხოლოდ 10% აღწევს წარმატებას ბიზნესში. განავითარეთ თქვენი გაყიდვები თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენთან ერთად და მოხვდით გამორჩეულ 10%-ში.
ქეთი ხარაძე
CEO