რატომ MSM?
შეგიმცირებთ სარეკლამო ბიუჯეტს
CRM სისტემის დანერგვის შემდეგ კლიენტებთან ყველა სახის კომუნიკაცია CRM სისტემიდან ხდება: მესენჯერები, მეილები, სატელეფონო ზარები და ა.შ.
მთელი კომუნიკაციის ისტორია (Timeline) ე.წ. „კლიენტის ბარათშია“ შენახული. ხოლო სამომავლო კომუნიკაციის სცენარი „ამოცანების“ სახით დაგეგმილი.
მენეჯერებს ვერ დაეკარგებათ და ყურადღების მიღმა ვერ დარჩებათ ვერც ერთი მომხმარებელი, ვერც ერთი დეტალი. ამიტომ თქვენი მენეჯერები ვეღარ „ჩარეცხავენ“ თქვენს ლიდებს. რეკლამის ეფექტიანობა გაიზრდება და შესაბამისად ნაკლები ბიუჯეტის გამოყოფა დაგჭირდებათ იგივე რაოდენობის ლიდების მისაღებად.
შეგიმცირებთ სახელფასო ხარჯებს
“ვარკვლავების” მოძებნა და სამსახურში აყვანა საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, შენარჩუნება კი – რთული. როგორც კი სადმე უკეთეს პირობას შესთავაებენ, უმალ მიგატოვებენ.
CRM სისტემის დანერგვის შემდეგ, თქვენი გაყიდვების გეგმის შესრულება CRM-ში სწორად მუშაობაზე იქნება დამოკიდებული, და არა ცალკეული პერსონების უნარებზე.
ამიტომ თქვენ არც „ვარსკვლავებზე“ „ნადირობა“ მოგიწევთ, და არც არა რელევანტული ხელფასების გადახდა მათთვის.
შეგიმცირებთ კადრების დენადობას და გაგიზრდით მათ ეფექტიანობას
გამართული სისტემის პირობებში ყველა თანამშრომელს სტაბილურობის შეგრძნება აქვს.
CRM სისტემაში ზუსტადაა ასახული გაყიდვების გუნდის და თითოეული მენეჯერის საქმიანობის ეფექტიანობა და შედეგები. ხოლო კონკრეტულ ანალიტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეფასებული მათი სამუშაო, თვითრეალიზაციის და სამართლიანობის განცდას აძლევს თქვენს სტაფს.
CRM სისტემა ეხმარება მათ კლიენტთან გამართული კომუნიკაციის პროცესის აწყობაში, თავისი შედეგების უკეთ გაანალიზებაში, პროფეციულ განვითარებაში და კარიერულ ზრდაში.
თუ სტაფი საჭიროზე მეტი გყავთ, სახელფასო ბიუჯეტს ტყუილად ბერავთ. თუ სტაფი არასაკმარისი გყავთ, მომსახურების ხარისხი ვარდება.
თქვენი გადაწყვეტილებები ზუსტ ანალიტიკას დაეყრდნობა და არა ინტუიციას
CRM-ის ანალიტიკა, საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში მიიღოთ ზუსტი ანალიტიკური ინფორმაცია, გაანალიზოთ წინმსწრები ეფექტიანობის მახასიათებლები, სტანდარტიდან გადაცდენები.
შეძლებთ დაინახოთ სად აქვს პრობლემა თქვენს გუნდს – მარკეტინგის ნაწილში, თუ გაყიდვების რომელიმე კონკრეტულ ეტაპზე.
შეძლებთ წინასწარ დაინახოთ საშიშროებები და დროულად მიიღოთ ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად.
თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი გუნდი დისტანციურად
თითოეული თქვენი მენეჯერის მოქმედება აისახება CRM სისტემის ანალიტიკაში:
ზარების რაოდენობა და ხანგრძლივობა, შესრულებული და ვადაგადაცილებული ამოცანები, გეგმის შესრულების მდგომარეობა, პოტენციური კლიენტების რაოდენობა და მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ა.შ.
ამ და კიდევ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან პატამეტრებზე დაკვირვება ან გაკონტროლება თქვენ პირდაპირ CRM სისტემიდან შეგიძლიათ. უფრო მეტიც, მოკლე ანალიტიკური დაიჯესტი თვენთვის სასურველი სისტემატურობით შეგიძლიათ მიიღოთ ელ. ფოსტით ან Telegram ჩატით.